"ქართული ოცნების" მიერ მომზადებულ კანონპროექტზე, რომელიც დეოლიგარქიზაციიას ეხება, განცხადება თბილისის მერმა გააკეთა. კახა კალაძე ამბობს, რომ ხელისუფლება კანონის მისაღებად ყველაფერს აკეთებს. თუმცა კალაძემ ბიძინა ივანიშვილის სახელი დეოლიგარქიზაციის პროცესისგან გამიჯნა. მისი თქმით, ივანიშვილი არის მეცენატი, რომელიც საქართველოს ყოველთვის მხარში ედგა და მის სახელს არაერთი პროექტი უკავშირდება.