რუსი სამხედროები შეტევით ოპერაციებს განაგრძობენ უკრაინაში, ბახმუტისა და ავდიივკას მიმართულებით. ღამის განმავლობაში აფეთქებების ხმა ისმოდა პოლტავაშიც. დაიბომბა სუმის ოლქის 50 დასახლება. კონტრშეტევას აგრძელებენ უკრაინელებიც. სამხედროებმა ლუგანსკის ოლქში ცხრა დასახლებული პუნქტი გაათავისუფლეს. ხერსონის ოლქში კი უკრაინელებმა 2 რუსული ვერტმფრენი ჩამოაგდეს.