ქვეყნის მასშტაბით მიმდინარე სპეცოპერაციის შედეგად 10-ზე მეტი ნარკოდამნაშავე და რეალიზატორი დააკავეს. როგორც ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი თეიმურაზ კუპატაძე განმარტავს, საუბარია, სხვადასხვა სახის ნარკოტიკულ საშუალებებზე, მათ შორის, ჰეროინსა და კოკაინზე. სპეცოპერაცია დილიდან მიმდინარეობდა თბილისში, ბათუმსა და სხვა ქალაქებში.