კომიტეტის თავმჯდომარე, რომელიც მიიჩნევს, რომ სიცილი არის პროცედურის დარღვევა, ვიტყვი, რომ არ არის ადეკვატურ და ნორმალურ მდგომარეობაში, - ასე მიმართა „რესპუბლიკური პარტიის“ ლიდერმა ხათუნა სამნიძემ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარეს მიხეილ სარჯველაძეს.
დეპუტატებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება გამოიწვია იმ ფაქტმა, რომ კომიტეტის თავმჯდომარემ ხათუნა სამნიძეს სიცილის გამო შენიშვნა მისცა და ამას პროცედურის დარღვევა უწოდა.