ბათუმის საკრებულოს დეპუტატმა ნინო ცხვარაძემ "ქართული ოცნება" დატოვა და "ხალხის ძალას" შეუერთდა. მისი თქმით, გადაწყვეტილება იმის გამო მიიღო, რომ უფრო ხმამაღლა ესაუბროს მოსახლეობას იმ საფრთხეებზე და გამოწვებებზე რაც საზოგადოების წინაშე დგას. დღესვე ბათუმის საკრებულომ მხარი დაუჭირა მიმდინარე წლის ბიუჯეტში ცვლილებას, რომლის თანახმადაც მერიის თანამშრომლებს, საკრებულოს თანამდებობის პირებსა და აპარატის თანამშრომლებს ხელფასები გაეზარდათ. გადაწყვეტილებას ოპოზიციის მხრიდან ხმაური მოჰყვა. მათ ბიუჯეტში ცვლილებებს მხარი არ დაუჭირეს.