"ბიზნეს პალიტრა" - გამოფენა "უნიკალური ქართული გემო" - Palitra News

"ბიზნეს პალიტრა" - გამოფენა "უნიკალური ქართული გემო"

2022-10-31 13:26:59+04:00

ბოლო წლებია ტურიზმი საქართველოში განვითარებას განაგრძობს. ვითარდება სხვადსხვა მიმართულები, შენდება ახალი სასტუმროები და ეწყობა ტურისტული ინფრასტრუქტურა. ჩნდება ისეთი ახალი ტურისტული მიმართულებებიც, როგორიცა გასტრონომიული ტურიზმი. გასტრონომიული ტურიზმი – მოიცავს ყველა იმ აქტივობას, რაც დაკავშირებულია კვებასთან. ეს შიძლება იყოს კულინარიული მასტერკლასები, კულინარიული ტურები და სხვა. ამ მიმართულებით ძირითადად კულინარიის მოყვარული ადამიანები ინტერესდებიან.

საქართველოში, გასტრონომიული ტურიზმით სულ უფრო მეტი ადამიანი ინტერესდება, ამას კი ხელს უწყობს ადგილობრივი, უნიკალური და განსხვავებული სამზარეულო. თამამად შეიძლება ითქვას, რომ გასტრონომიულ ტურიზმს საქართველოში დიდი პოტენციალი გააჩნია, თუმცა, საჭიროა ამ პოტენციალის მაქსიმალურად ათვისება და პოპულარიზაცია საერთაშორისო მასშტაბით. სწორედ ამ მიზნით, თბილისში 2-დღიანი გამოფენა გაიმართა სახელწოდებით "უნიკალური ქართული გემო". რომლის მიზანსაც ქართული სასოფლო-სამეურნეო მემკვიდრეობის ხელმეორედ აღმოჩენა წარმოადგენდა. ხელმეორედ აღმოჩენა იმიტომ, რომ ძალიან ბევრი ქართული ტრადიციული კერძი მივიწყებულია.

ღონისძიება მიზანს წარმოდგენდა ბაზრის მოთხოვნების დაკმაყოფილებისა და მომხმარებელთან დაკავშირების მიზნით, მცირე და საშუალო ნიშური სასურსათო პროდუქტების მწარმოებლების ხელშეწყობას. ღონისძება გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის მიერ, ევროკავშირის მხარდაჭერით გაიმართა. აგრობაზრის მონაწილეები საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან იყვნენ წარმოდგენილი, ნიშური პროდუქტებით. ორ დღიან ღონისძიებაში, დაახლოებით 50-მა მეწარმემ მიიღო მონაწილეობა. მონაწილეთა გარკვეულ ნაწილს, საჭირო დანადგარების შეძენისა და სოფლის სამეურნეო სივრცეების განვითარების კუთხით, FAO-მ, ევროკავშირის მხარდაჭერით, სათანადო ფინანსური დახმარებაც აღმოუჩინა.

უფრო მეტს, აღნიშნული გმოფენის შესახებ და ზოგადად, მეწარმეების გამოწვევებსა და საჭიროებებზე "ბიზნეს პალიტრაში" გვანცა გედენიძე საუბრობს.