გაზრდილ ფასის მიუხედავად, ფრენებზე მოთხოვნა სულ უფრო მზარდი რომ არის ამას თუნდაც ისიც მოწმობს, რომ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში კიდევ ერთმა ახალმა ავიაკომპანიამ დაიწყო ოპერირება. ამის შესახებ ტავ ჯორჯია იტყობინება. საუბარია სომხეთის ეეროვნულ ავიახაზებზე fly Arna, რომელმაც ერევანი-თბილისის მიმართულებით პირველი რეისი უკვე შეასრულა. აღსანიშნავია, რომ ავიაკომპანია თბილისი-ერევნის მიმართულებით რეისებს კვირაში 3 ჯერ შეასრულებს.