უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა. სამხედროს დაღუპვის შესახებ ცნობა უკრაინაში მყოფმა ქართველმა მებრძოლებმა გაავრცელეს. უკრაინაში მერბძოლი სხვა ქართველები დაღუპული სამხედროს ვინაობას ჯერ არ ასახელებენ, რადგან შესაძლოა ოჯახს ინფორმაცია ჯერ არ ჰქონდეს. მედიაში გავრცელებული ცნობით, რუსეთის ჯარის წინააღმდეგ მებრძოლი სამხედრო ქალაქ ბახმუტთან ჩასაფრებაში მოჰყვა. უკრაინაში რუსეთის ომის დაწყებიდან 23 ქართველი მებრძოლია გარდაცვლილი.