თავდაცვის მინისტრის მოადგილეები მე-3 ქვეით ბრიგადაში დასრულებულ და მიმდინარე პროექტებს გაეცნენ. მათ ბრიგადის ტერიტორიაზე თანამედროვე ინვენტარით აღჭურვილი ახლადგარემონტებული ყაზარმა და სასადილო დაათვალიერეს. სტუმრები სასწავლო აუდიტორიაში სამხედრო მოსამსახურეებსაც მიესალმნენ და აღნიშნეს, რომ ქართულმა ჯარმა ქვეყნის სამსახურში ნატოს სტანდარტების შესაბამის ბაზებზე უნდა იმსახუროს. გასულ ორ წელიწადში ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის 180 მილიონი ლარი დაიხარჯა, ხოლო მიმდინარე წელს გამოყოფილია 80 მილიონი ლარი.