სომალის დედაქალაქ მოგადიშოში განხორციელებული ორმაგი აფეთქების შედეგად, სულ მცირე 100 ადამიანი დაიღუპა და 300 დაშავდა. სამიზნე ქვეყნის განათლების სამინისტრო და სკოლა იყო. სომალის პრეზიდენტის ჰასან შეიხ მოჰამუდის განცხადებით, დაღუპულთა რიცხვი კიდევ უფრო გაიზრდება. ტერაქტების განხორციელებაში ალ-შაბაბის შეიარაღებულ დაჯგუფებას ადანაშაულებს.