სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით, მზადაა სოჭში დაგეგმილ სამმხრივ შეხვედრაზე ხელი მოაწეროს დოკუმენტს ყარაბაღში რუსი სამშვიდობოების მანდატის 20 წლამდე გახანგრძლივების შესახებ. მისი თქმით შეუძლია ეს ინიციატივა თავად წარადგინოს, თუმცა უმჯობესი იქნება, თუ აუცილებლი იქნება მას მხარი რუსეთმა დაუჭიროს. გუშინ კრემლის პრესსამსახურმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსეთის, აზერბაიჯანისა და სომხეთის ლიდერები, ვლადიმერ პუტინი, ილჰამ ალიევი და ნიკოლ ფაშინიანი ორშაბათს, სოჭში სამმხრივ შეხვედრას გამართავენ.