უკრაინული მედიის ინფორმაციით, რუსების მიერ ანექსირებულ სევასტოპოლში აფეთქებების ხმა ისმის. უკრაინული მედიის ცნობით, იერიშების გამო საქალაქთაშორისო გადაადგილება მხოლოდ ავტობუსებით არის შესაძლებელი. რუსეთის საოკუპაციო ძალების ინფორმაციით, ქალაქ ხერსონიდან მშვიდობიანი მოსახლეობის „ევაკუაცია“ დასრულდა. უკრაინული მედიის ინფორმაციით, უკრაინის აღმოსავლეთსა და სამხრეთში მნიშვნელოვანი გამარჯვებების მიღწევის შემდეგ ქვეყნის შეიარაღებული ძალები ქალაქს უახლოვდებიან. ხერსონში, ომის დაწყებამდე, დაახლოებით 288 000 ადამიანი ცხოვრობდა. რუსეთის მიერ მხარდაჭერილი ჩინოვნიკის, ვლადიმერ სალდოს განცხადებით, ხერსონი, ერთი კვირის განმავლობაში, 70 000-მა ადამიანმა დატოვა.