თეონა აქუბარდიამ „სტრატეგია აღმაშენებელი“ დატოვა. აქუბარდიას განცხადებით, მისი გადაწყვეტილება განპირობებულია ბოლო პერიოდში "სტრატეგია აღმაშენებელის" საპარლამენტო მუშაობისგან დისტანცირებით. დეპუტატი ფიქრობს, რომ ევროკავშირის საბოლოო პასუხის მოლოდინში ყველა საპარლამენტო პოლიტიკურ ჯგუფს პროცესებში აქტიური ჩართულობა მოეთხოვება. აქუბარდია პარლამენტში დამოუკიდებელი დეპუტატის სტატუსით იმუშავებს.