რუსეთში "არატრადიციული სექსუალური ურთიერთობებისა" და "პედოფილიის პროპაგანდის ამკრძალავი" კანონპროექტი მიიღეს - Palitra News

რუსეთში "არატრადიციული სექსუალური ურთიერთობებისა" და "პედოფილიის პროპაგანდის ამკრძალავი" კანონპროექტი მიიღეს

2022-10-28 17:40:59+04:00

რუსეთში ისეთი ინფორმაციის გავრცელება აიკრძალება, რომელიც შესაძლოა "არასრულწლოვნებს სქესის შეცვლისკენ უბიძგოს". შესაბამისი კანონი პირველი მოსმენით დუმის დეპუტატებმა დღეს მიიღეს.

კანონპროექტით, ასევე აიკრძალება ისეთი ფილმები და ნაწარმოებები, რომლებშიც LGBTQ+ პირები დადებითაც არიან წარმოდგენილები. კანონპროექტით, ასეთი ინფორმაციის გავრცელებისთვის 400 ათასამდე რუბლი ჯარიმაა დაწესებული, იურიდიული პირებისთვის კი 5 მლნ რუბლამდე. კანონპროექტით, ინფორმაციის გავრცელებისთვის უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის პატიმრობას ან ქვეყნიდან გაძევებას გამოიყენებენ.