სახალხო დამცველობის კანდიდატი მარიკა არევაძე პარლამენტში სახალხო დამცველობის კანდიდატებთან გასაუბრების პროცესს ეხმაურება. როგორც არევაძე გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნავს, „ქართული ოცნების“ დეპუტატების მხრიდან არ ხდებოდა კანდიდატების ხედვებით დაინტერესება. მისივე შეფასებით, აღნიშნული ტოვებს განცდას, რომ პროცესი კონსენსუსისკენ არ არის მიმართული.