ფორმულა 1-ში ამერიკის გრან-პრი მაქს ფერსტაპენმა მოიგო და მიხაელ შუმახერისა და სებასტიან ფეტელის რეკორდი გაიმეორა - Palitra News

ფორმულა 1-ში ამერიკის გრან-პრი მაქს ფერსტაპენმა მოიგო და მიხაელ შუმახერისა და სებასტიან ფეტელის რეკორდი გაიმეორა

2022-10-25 10:09:16+04:00

ფორმულა 1-ში ამერიკის გრან-პრი მაქს ფერსტაპენმა მოიგო, რაც მიმდინარე სეზონში რიგით მე-13 გამარჯვება აღმოჩნდა და მიხაელ შუმახერისა და სებასტიან ფეტელის რეკორდი გაიმეორა.

კვალიფიკაციაზე პირველი და მეორე ადგილები კარლოს საინსმა და შარლ ლეკლერმა მოიპოვეს.

რაც შეეხება რბოლას, ფერსტაპენი მაშინვე დაწინაურდა, კარლოს საინსს კი ჯორჯ რასელი დაეჯახა და ასპარეზობას გამოეთიშა. ასე დასრულდა ესპანელის მორიგი გრან-პრი...22-ე წრეზე ლენს სტროლსა და ფერნანდო ალონსოს შორის უმძიმესი შეჯახება მოხდა. საბედნიეროდ, ორივე პილოტი კარგადაა.

საუკეთესო მრბოლელად სებასტიან ფეტელი დასახელდა, ლეგენდარულმა გერმანელმა ბოლო რამდენიმე მოსახვევში საკუთარი კარიერის საუკეთესო წლები გაგვახსენა მას შემდეგ, რაც კევინ მაგნუსენი ჩამოიტოვა.

შემდეგი რბოლა 31 ოქტომბერს, მექსიკაში გაიმართება.