უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა სამხრეთის მიმართულებით დღის განმავლობაში რუსი ოკუპანტების საბრძოლო მასალის სამი საცავი, ვერტმფრენი და სამი საწყობი გაანადგურეს.
უკრაინის ოპერატიულ სარდლობა "სამხრეთის" ინფორმაციით, მტერმა ცეცხლსასროლი იარაღით ზარალი მიაყენა უკრაინის პოზიციებსა და ფრონტის ხაზის მიმდიბარე დასახლებებს, მათ შორის მრავალჯერადი გაშვების სარაკეტო სისტემების, არტილერიისა და ნაღმტყორცნების გამოყენებით. მათივე ცნობით, უკრაინელმა სამხედროებმა მოწინააღმდეგეს ხერსონში უკრაინის პოზიციების წინააღმდეგ „კამიკაძე-დრონების“ გამოყენების საშუალება არ მისცეს.
ამასთან, უკრაინის სარაკეტო და საარტილერიო დანაყოფებმა შეასრულეს 246 საცეცხლე ამოცანა, მათ შორის მტრის ნაღმტყორცნებისა და საარტილერიო პოზიციების წინააღმდეგ.