რუსმა ოკუპანტებმა უკრაინაში შეჭრის დაწყების დღიდან 429 ბავშვი მოკლეს, - ინფორმაციას უკრაინის გენერალური პროკურატურა ავრცელებს. უწყების მონაცემებით, ყველაზე მეტი, 417 ბავშვი დონეცკის ოლქში დაზარალდა. ეს მაჩვენებლები არ არის საბოლოო, რადგან მუშაობა დროებით ოკუპირებულ და გათავისუფლებულ ტერიტორიებზე, ასევე აქტიური საომარი მოქმედებების ადგილებზე გრძელდება.