უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის განცხადებით, ქვეყნის საჰაერო თავდაცვის ძალებმა გასული დღის განმავლობაში, მოწინააღმდეგის წინააღმდეგ ათი დარტყმა განახორციელეს. უწყების ცნობით, უკრაინელებმა 16 დრონი, 6 ფრთოსანი რაკეტა და ერთი ვერტმფრენი ჩამოაგდეს.
გენშტაბის ინფორმაციით, გასული დღის განმავლობაში რუსულმა ძალებმა უკრაინის ტერიტორიაზე 11 სარაკეტო და 28 საჰაერო დარტყმა განახორციელეს, მრავალჯერადი გაშვების სარაკეტო სისტემით კი ქვეყნის ტერიტორიას 65-ზე მეტჯერ დაესხნენ თავს.