„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია თბილისის მერს კახა კალაძეს სოციალურ ქსელში მიმართავს. მისი თქმით, ქალაქი მხოლოდ გლოვით კი არ არის სავსე, ადამიანობისგანაც იცლება. პასუხისმგებლობისგან თავის დასაძვრენად კი კალაძე სიკვდილს შემთხვევით გადარჩენილ ბავშვს იყენებს.
ქალაქის მერს მიმართავს "ლელო საქართველოსთვის“ თავმჯდომარე მამუკა ხაზარაძეც. ხაზარაძის შეფასებით, ჯობია კახა კალაძე არ გადადგეს, რათა ყველამ დაინახოს როგორი "თავკაცი არ უნდა ყავდეს ქალაქს".