უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, რუსეთიდან საქართველოში ნავთობის იმპორტი თითქმის, გაოთხმაგდა. კერძოდ, მას შემდეგ რაც რუსეთი უკრაინის ტერიტორიაზე შეიჭრა, მარტში საქართველოში 21 მილიონ 881 ათასი დოლარის ნავთობი და ნავთობპროდუქტები შემოვიდა, აგვისტოში კი 83 მილიონ დოლარზე მეტის. ამასთან, მზარდი იყო ყოველთვიური მონაცემებიც.