ახალგაზრდულმა ორგანიზაციამ "საქართველოს თანასწორობის ასოციაციამ საინფორმაციო კამპანია "თაობა განვითარებისთვის" დაიწყო. კამპანია, რომელშიც 40 უნივერსიტეტიდან 5 000 ზე მეტი სტუდენტი ჩაერთვება, ახალგაზრდების გაძლიერებას ისახავს მიზნად. ხუთი თვის განმავლობაში სხვადასხვა აქტივობაა დაგეგმილი, რომელიც ახალგაზრდების წინაშე არსებულ გამოწვევებს უპასუხებს.