თბილისის მერის მოადგილის, ანდრია ბასილაიას განცხადებით, როდესაც ვაკის პარკში კასკადის პროექტის განხორციელება დაიწყო, გარკვეული ეტაპები, მათ შორის შადრევნის ნაწილი დედაქალაქს ჩაბარდა, რომელიც დაექსპერტებული იყო. მისივე თქმით, დასკვნა პროექტის ყველა ეტაპზე ცალსახად დადებითი იყო და შესაბამისად, მერიის თანამშრომლებს უფლებაც კი არ ჰქონდათ, რომ ასეთი დასკვნის დროს ჩაბარებაზე თანხმობა არ გაეცათ.