თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან ფრენები კიდევ ერთმა ახალმა ავიაკომპანიამ დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას თვითონ აეროპორტი ავრცელებს.
კერძოდ, საუბარია ავიაკომპანიაზე Air Moldova-ზე, რომელმაც თბილისი-კიშინეუს მიმართულებით ფრენები დაიწყო. კიშინეუ-თბილისის პირველი რეისით, რომელიც ავიაკომპანიამ დღეს შეასრულა, 140 მგზავრი ჩამოფრინდა, ხოლო, თბილისიდან კიშინეუში - 133 ადამიანი გაემგზავრა.
რაც შეეხება ფრენების სიხშირეს, კვირაში 2-ჯერ, ორშაბათს და პარასკევს, Airbus 319 ტიპის საჰაერო ხომალდით განხორციელდება. თუმცა უკვე ნოემბრიდან, ზამთრის სეზონზე, ავიაკომპანია ფრენებს კვირაში 4-ჯერ შეასრულებს.