ნატო-ს ბირთვული ძალების წვრთნები დღეს დაიწყება. სწავლებებში, სახელწოდებით „მტკიცე შუადღე“, 14 ქვეყანა, მათ შორის ამერიკის შეერთებული შტატებიც მიიღებს მონაწილეობას.
წვრთნებში სულ 60 თვითმფრინავი ჩაერთვება. მათ შორის, სამხედრო ბომბდამშენები, მზვერავი თვითმფრინავები და საწვავით უზრუნველყოფისთვის საჭირო ავიაცია. ფრენები დაგეგმილია ბელგიის, დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთის ზღვის საჰაერო სივრცეში. წვრთნების მიზანია, ნატო-ს ქვეყნების ბირთვული შეკავების ინსტრუმენტები კვლავაც ინარჩუნებდეს ეფექტურობას, უსაფრთხოებასა და სანდოობას.
პარალელურად, ბირთვული ძალების წვრთნებისთვის ემზადება რუსეთიც. სწავლებები, როგორც წესი, ოქტომბრის ბოლომდე უნდა გაიმართოს.