ესტონეთის, ლატვიისა და ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრები ევროკავშირსა და მის საერთაშორისო პარტნიორებს მოუწოდებენ, უკრაინას სპეციალური ტრიბუნალის შექმნაში დაეხმარონ, რომელიც აგრესიის დანაშაულებს გამოიძიებს და უკრაინის წინააღმდეგ აგრესიისთვის რუსეთის ანგარიშვალდებულებას უზრუნველყოფს.
მათივე შეფასებით, უკრაინაში სახლებზე, სკოლებზე, სათამაშო მოედნებსა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე ბოლოდროინდელი მიზანმიმართული თავდასხმა უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ რუსეთის არაპროვოცირებული ტერორის კამპანიის უახლესი ეპიზოდია.
ესტონეთის, ლატვიისა და ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრების განცხადებით, ამჟამად არ არსებობს სასამართლო ან ტრიბუნალი, რომელიც რუსეთის სამხედრო და პოლიტიკურ ხელმძღვანელობას უკრაინაში ჩადენილი დანაშაულისთვის პასუხს აგებინებს.