უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ცნობით, ომის დაწყებიდან ლიკვიდირებულ რუს სამხედროთა სავარაუდო რაოდენობამ 65 000-ს მიაღწია.
უკრაინის გენშტაბის მიერ დღეს დილის განახლებული ინფორმაციით, ბოლო 24 საათის განმავლობაში დაღუპულთა რიცხვი 300-ით გაიზარდა.
ოფიციალური კიევის ცნობითვე, განადგურებული ტანკების რაოდენობამ 2529-ს მიაღწია, ასევე განადგურდა 5193 ჯავშანმანქანა.