უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის მრჩეველი მიხაილო პოდოლიაკი ირწმუნება, რომ უკრაინა იპოვის გამოსავალს, რათა Starlink-ის თანამგზავრულმა საკომუნიკაციო სერვისებმა განაგრძონ მუშაობა უკრაინაში. მისი თქმით, ილონ მასკი უკრაინას ყველაზე კრიტიკულ მომენტში დაეხმარა და მას უფლება აქვს საკუთარი ქონება თავად განკარგოს. CNN-ის ინფორმაციით, ილონ მასკის „სფეის-იქსმა“ პენტაგონს გაუგზავნა წერილი იმასთან დაკავშირებით, რომ კომპანია ვეღარ შეძლებს „სტარლინკის“ სერვისის დაფინანსებას. წერილში მასკი პენტაგონს სთხოვს, თავის თავზე აიღოს უკრაინაში „სტარლინკის“ გამოყენების დაფინანსება. მასკსა და უკრაინის ხელისუფლების წარმოამდგენლებს შორის ურთიერთობა მას შემდეგ დაიძაბა, რაც მან „ტვიტერში“ ყირიმის ნახერვარკუნძულის კუთვნილებასთან დაკავშირებით კითხვა დასვა.