ავიაკომპანია skycab-ი, დაახლოებით 2 კვირაში, საქართველოში, ზემსუბუქ საჰაერო ხომალდებს შემოიყვანს. უფრო კონკრეტულად, საუბარია ისეთ ავიახომალდებზე, რომლის წონაც 600 კილოგრამზე ნაკლებია. საავტომობილო საწვავს მოიხმარს და პირობითად, თბილისიდან ბათუმში რომ ჩაფრიდეს, მხოლოდ 30 ლიტრი, ანუ დაახლოებით 120 ლარის საწვავია საჭირო.
ზემსუბუქი ავიაცია უმეტესად, არაკომერციული მიზნებისთვის გამოიყენება. როგორც ავიაკომპანიაში ამბობენ, ისინი სახელმწიფოს სთავაზობენ ისეთ სერვისებს, რომელიც გულისხმობს დაცული ტერიტორიების კონტროლს, გარემოს დაცვას ბრაკონიერებისგან, ასევე წიაღისეულის უკანონო მოპოვებას და სხვა.
რა სარგებელი შეიძლება მოუტანოს ქვეყანას ზემსუბუქტი ავიახომალდების შემოყვანამ და რამდენად მნიშვნელოვანია ქვეყანაში მსუბუქი ავიაციის განვითარება - "ბიზნეს პალიტრას" სტუმარია ავიაკომპანია "სქაი ქებ"-ის ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი კაკაშვილი.