უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, ომის დაწყებიდან დღემდე უკრაინელებმა 64 300-მდე რუსი ჯარისკაცის ლიკვიდაცია განახორციელეს. მათ შორის 500 ჯარისკაცი ბოლო 24 საათის განმავლობაშია ლიკვიდირებული.
ამასთან, უკრაინაში შეჭრის დღიდან რუსების საერთო დანაკარგები მოიცავს: 2521 ტანკს, 5172 ჯავშანტექნიკას, 1566 ერთეულ საარტილერიო სისტემას, 268 საბრძოლო თვითმფრინავს და 240 ვერტმფრენს, 3944 ავტომობილსა და საწვავის ავზს, 16 გემს/ნავს, 1199 უპილოტო საფრენ აპარატს, 142 ერთეულ სპეცტექნიკას, 316 ფრთოსან რაკეტას.