პოლიტიკის მიმოხილველი თამარ ჩერგოლეიშვილი "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე ვაკის პარკში მომხდარ ტრაგედიას ეხმაურება. მისი თქმით, პოლიტიკური პასუხისმგებლობა დადგენილია და ის კალაძისაა.
"გამოძიებამ შეიძლება დაადგინოს სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი.ეს მართლაც გამოძიების და სასამართლოს გადასაწყვეტია.მაგრამ პოლიტიკური პასუხისმგებლობა დადგენილია.პოლიტიკური პასუხისმგებლობა არის კალაძის.ამიტომ კალაძის გადადგომასთან გამოძიება არაფერ შუაშია.მისია პოლიტიკური პასუხისმგებლობა.ის იწერდა პოლიტიკურ ქულებს ვაკის პარკის დაწყევლილი რემონტით.
P.S. ამას იმიტომ არ ვწერ, რომ მგონია გადადგება.არ გადადგება. არ ეყოფა ჭკუა," - წერს ჩერგოლეიშვილი.