მერაია ქერი ცნობილია თავისი განსაკუთრებული სიყვარულით მბზინავი სამოსის მიმართ. ის არაერთხელ მოხვდა მედიის ყურადღების ცენტრში და ასევე, კრიტიკოსთა ქარცეცხლში მისი უცნაური ჩაცმულობის გამო. ამჯერად 53 წლის მომღერალი ნიუ-იორკში მაშინ გადაიღეს, როცა ის სასტუმროს ტოვებდა. მას „ლუი ვიტონის“ მბზინავი მინი-კაბა ეცვა, რომელიც შავ მოსაცმელთან ჰქონდა შეხამებული.
მომღერალმა, რომელსაც შობის დედოფალს ეძახიან, ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ საშობაოდ ახალ სიურპრიზს უმზადებს თაყვანისმცემლებს და წიგნის გამოცემას აპირებს, სახელწოდებით „შობის პრინცესა“.