გოგა ბითაძის ინდიანა პეისერსმა NBA-ს ახალი სეზონის დაწყებამდე მორიგი მოსამზადებელი მატჩი ჩაატარა და ნიუ იორკ ნიკსს 109:100 სძლია. 23 წლის ქართველი ცენტრი მოედანზე მხოლოდ ბოლო მეოთხედში გამოჩნდა, თუმცა, გუნდს მაინც საკმაო სარგებელი მოუტანა.
გოგამ 8 წუთი ითამაშა და 8 ქულას 1 მოხსნა, 1 პასი და 2 დაფარება წაამატა. ქართველმა კალათბურთელმა ორივე სამქულიანი და ორქულიანი ჩააგდო, პასივში კი ერთადერთი პერსონალური ფოლი ჰქონდა.
სათქმელია ისიც, რომ ბითაძის მოედანზე ყოფნის პერიოდში ინდიანელებმა მეტოქეზე 15 ქულით მეტი ჩააგდეს.
ინდიანა სეზონის სტარტამდე კიდევ ერთ საგამოფენო შეხვედრას 15 ოქტომბერს, შინ, ჰიუსტონ როკეტსთან ჩაატარებს.