უეფას კონფერენსლიგის ჯგუფური ეტაპის მე-4 ტურში ვლადიმირ ვაისის სლოვანი დრამატულ მატჩში შვეიცარიულ ბაზელს დაუზავდა - 3:3. სლოვანის სამივე ქართველი, გურამ კაშია, ჯაბა კანკავა და გიორგი ჩაკვეტაძე, სასტარტო შემადგენლობაში იყო და სამივემ შეუცვლელად ითამაშა.
23 წლის ჩაკვეტაძე წინა ტურში სწორედ ბაზელთან დაშავდა, როცა ორი საგოლე პასი შეასრულა. საბედნიეროდ, მისი ტრავმა მსუბუქი აღმოჩნდა და ის მალევე დაუბრუნდა მოედანს და კიდევ ერთი საგოლე პასიც მიითვალა - 49-ე წუთზე გიორგიმ კუთხური მოაწოდა, ხოლო იურაი კუცკამ გუნდი 2:1 დააწინაურა. ჩაკვეტაძეს ერთი შესანიშნავი მომენტიც ჰქონდა, თუმცა სტუმართა მეკარემ საოცარი "სეივი" შეასრულა. საბოლოოდ, სლოვანმა 2-ბურთიანი უპირატესობა გაანიავა და ქულა დაკარგა. დამაჯერებლად ითამაშა კაშიამ, ხოლო კანკავამ მე-60 წუთზე ყვითელი ბარათი მიიღო.
H ჯგუფში სლოვანს 4 ტურის შემდეგ 5 ქულა აქვს და მე-3 ადგილზეა, თუმცა გასვლის შანსს ინარჩუნებს.