"ნიუ ჰოსპიტალსის" ბავშვთა ჯანმრთელობის ცენტრის ხელმძღვანელის, დავით ციბაძის განცხადებით, ვაკის პარკში დაშავებული ერთ-ერთი ბავშვის მდგომარეობა მძიმეა, თუმცა სასიცოცხლო ფუნქციები ნორმაშია.
მოზარდი რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება.
როგორც ექიმმა განაცხადა, მიმდინარეობს ბავშვის სასიცოცხლო ფუნქციების 24-საათიანი მონიტორინგი.