სრულმასშტაბიანი ომის დაწყებიდან დღემდე რუსებმა უკრაინაში 57 386 დანაშაული ჩაიდინეს, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის გენერალური პროკურატურა ავრცელებს.
უწყების ცნობით, რეგისტრირებულია აგრესიისა და ომის 39 774 დანაშაული, აქედან 38 341 დანაშაული ომის კანონებისა და წეს-ჩვეულებების დარღვევას ეხება, 73 - აგრესიული ომის დაგეგმვას, მომზადებას ან წარმოებას, 35 - ომის პროპაგანდას, 1325 კი - სხვა დანაშაულებს.
ასევე, დაფიქსირდა ეროვნული უსაფრთხოების წინააღმდეგ ჩადენილი 17 612 დანაშაული. აქედან 12 183 - უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და ხელშეუხებლობის ხელყოფაა, 1760 - სახელმწიფო ღალატი, 2815 - კოლაბორაციონისტული საქმიანობა, 218 - აგრესორი სახელმწიფოს დახმარება, 64 - დივერსია, 572 კი - სხვა სახის დანაშაული.