გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომი, როგორც დასავლეთის წინააღმდეგ “ჯვაროსნული ლაშქრობა” აღწერა. ამის შესახებ მან Progressive Governance-ის სამიტზე განაცხადა.
“ჯვაროსნული ლაშქრობა ლიბერალური დემოკრატიის წინააღმდეგ, ჯვაროსნული ლაშქრობა წესების წინააღმდეგ, რომლებიც ლიბერალურ წესრიგზეა დაფუძნებული, ჯვაროსნული ლაშქრობა თავისუფლებისა და პროგრესის წინააღმდეგ. ჯვაროსნული ლაშქრობა ცხოვრების ჩვენი წესის წინააღმდეგ, ჯვაროსნული ლაშქრობა იმის წინააღმდეგ, რასაც პუტინი კოლექტიურ დასავლეთს ეძახის”, - აღნიშნა შოლცმა.
კანცლერმა ასევე აღნიშნა, რომ გერმანია ფინანსურად, ეკონომიკურად, ჰუმანიტარულად და სამხედრო კუთხით უკრაინის მხარდაჭერას იმდენ ხანს გააგრძელებს, რამდენიც საჭირო გახდება.
“მძიმე შეიარაღების, თანამედროვე საჰაერო თავდაცვისა და ტანკების ჩათვლით, და მცდარად არ იფიქროთ, ჩვენ იმდენ ხანს გავაგრძელებთ მხარდაჭერას, რამდენიც საჭირო გახდება”, - თქვა გერმანიის კანცლერმა.