პარტია "დროას" პოლიტიკური საბჭოს წევრი ბათუ ქუთელია რუსეთის ფედერალური უშიშროების სამსახურისა და რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის იმ ბრალდებას ეხმაურება, რომლის თანახმადაც ასაფეთქებელი ნივთიერების შემცველი სატვირთო მანქანა საქართველოს ტერიტორიის გავლით რუსეთში გაემგზავრა და ყირიმის ხიდზე ტერაქტის მზადების თანამონაწილეთა შორის საქართველოს 2 მოქალაქე დასახელდა. ქუთელიამ ამ განცხადებას რუსეთის სპეცსამსახურების დრამატურგია უწოდა და თქვა, რომ ახლა რუსეთი ცდილობს უკრაინასთან სამხედრო ფრონტზე საკუთარი წარუმატებლობა სხვა ქვეყნებს დააბრალოს. მისი განმარტებით, მყისიერი საპასუხო მასირებული შეტევა იმის თქმის საფუძველს იძლევა, რომ ეს ყველაფერი წინასწარ დაგეგმილი ოპერაცია იყო.