ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ერგეში 34 წლის მამაკაცი დენის დარტყმის შედეგად გარდაიცვალა.
როგორც “ინტერპრესნიუსთან” სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის ექიმმა განაცხადა, მამაკაცი ადგილზე გარდაცვლილი დახვდათ.
ადგილზე შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები მივიდნენ, ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს.