იანვარ-სექტემბერში იმპორტი საქართველოში 34.4%-ით, ხოლო ექსპორტი 37.4%-ით გაიზარდა - Palitra News

იანვარ-სექტემბერში იმპორტი საქართველოში 34.4%-ით, ხოლო ექსპორტი 37.4%-ით გაიზარდა

2022-10-14 08:03:53+04:00

იანვარ-სექტემბერში იმპორტი საქართველოში 34.4%-ით, ხოლო ექსპორტი 37.4%-ით გაიზარდა, ამის შესახებ ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს.

კერძოდ, 2022 წლის იანვარ-სექტემბერში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 13 612.0 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 35.3 პროცენტით მეტია. აქედან, ექსპორტი 4 097.0 მლნ აშშ დოლარი იყო, რაც წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს 37.4 პროცენტით აღემატება, ხოლო იმპორტი წლიურად 34.4%-ით არის გაზრდილი და მიმდინარე წლის 1-ელ 9 თვეში 9 515.0 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.

ამასთან, საქსტატის ცნობით, უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2022 წლის იანვარ-სექტემბერში 5 418.0 მლნ აშშ დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 39.8 პროცენტი შეადგინა.