სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილე, სოსო გოგაშვილი მისთვის ბრალდების დამძიმებას პენიტენციური დაწესებულებიდან ეხმაურება. სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ გამოქვეყნებულ წერილში სოსო გოგაშვილი აღნიშნავს, რომ სუს-ში „ოცნების“ 10-წლიანი დანაშაულებრივი ქმედებების არქივი დევს. როგორც ყოფილი მაღალჩინოსანი აცხადებს, პირადი ცხოვრების კადრების საქმეზე დადგენილია ის პირი, ვინც აღნიშნული მასალა ატვირთა, თუმცა, ირაკლი შოთაძეს საქმე „თაროზე უდევს“, ვინაიდან ის ადამიანი „რუსეთის სპეცსამსახურებთანაა კავშირში“.