ერთ-ერთ სატელევიზიო არხთან საუბისას, იუსტიციის მინისტრი კიდევ ერთხელ აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილს ვივა მედის კლინიკაში სათანადო მკურნალობა უტარდება. ამასთან, ხაზს უსვამს, რომ ბოლო პერიოდში სამედიცინო პერსონალზე მიზანმინართული შეტევა ხორციელდება, რაც ყოვლად დაუშვებელია. რაც შეეხება, უკრაინის სასამართლოს გადაწყვეტილებას, სააკაშვილი ერთერთ საქმეზე მოწმის სახით ქვეყნიდან გაიყვანონ, მინისტრის განმარტებით, მათ აქვს სამართლებრივი საფუძველი ამ მოთხოვნაზე უარი თქვან, რადგან ამ დრომდე ყოფილ პრეზიდენტს სამი მიმდინარე საქმე აქვს. ბრეგაძის ამ განცხადებას გამოხმაურევა მოჰყვა პოლიტიკურ სპექტრში. მმართველი პარტია მინისტრის აზრს იზიარებს, ოპოზიციის ნაწილისთვის კი ხელისუფლებამ პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე უნდა აიღოს და ყოფილი პრეზიდენტის სიცოცხლე საფრთხია ქვეშ არ უნდა დააყენოს.