ვაკის პარკში მომხდარ ტრაგედიას გამოხმაურება მოჰყვა პოლიტიკურ სპექტრშიც . პოლიტიკოსები გარდაცვლილი არასრულწლოვნის ოჯახს სამძიმარს უცხადებენ. ოპოზიციონერი დეპუტატები საქმის სწრაფ, ობიექტურ გამოძიებასა და პასუხისმგებელი პირების სამაგალითოდ დასჯას ითხოვენ. მათი ნაწილი ტრაგედიაზე პასუხისმგებლობის აღებისკენ პოლიტიკურ ფიგურებსაც მოუწოდებენ. მმართველი გუნდი კი ამას ტრაგედიით მანიპულირებას უწოდებს. ერთადერთი კი „ქართული ოცნების“ დეპუტატებიდან , გიორგი ამილახვარია, რომელმაც თავდაპირველი განცხადებისთვის ბოდიში მოიხადა და თქვა, რომ კომენტარის გაკეთების პროცესში რეკონსტრუქციის სტატუსისა და მომხდარი ტრაგედიის დეტალების შესახებ მას ინფორმაცია არ აქვს.