ტრაგიკულ შემთხვევას, რომელიც ვაკის პარკში მოხდა, საქართველოს პრეზიდენტი, პრემიერ-მინისტრი და სახალხო დამცველი გამოეხმაურნენ. ტრაგიკულად გარდაცვლილი 13 წლის მოზარდის ოჯახის წევრებს და საქართველოს სამძიმარი გამოუცხადეს. პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, ფესტივალის "ღვინის დღეები საქართველოში" ფარგლებში დაგეგმილი ყველა ღონისძიება გადაიდო. ომბუდსმენის განცხადებით, აუცილებელია, ფაქტის დროული და ეფექტიანი გამოძიება მოხდეს, ასევე დადგეს ყველა იმ პირის პასუხისმგებლობა, რომელსაც ამ უმძიმეს ტრაგედიაში წვლილი მიუძღვის.