ტრაგედია რომელმაც მთელი საქართველო შეძრა. ვაკის პარკში მომხდარ ტრაგიკულ შემთხვევასთან დაკავშირებით პოლიციის განყოფილებაში გარკვეულ პირთა გამოკითხვა მიმდინარეობს. ერთ-ერთი მოზარდი კი რომელიც ვაკის პარკში მომხდარი ტრაგიკული შემთხვევის გამო იაშვილის კლინიკაში გადაიყვანეს, უკვე სახლში გაეწერა. დაშავებული მოზარდებიდან, ტრაგიკულ შემთხვევას 13 წლის გოგონას სიცოცხლე ემსხვერპლა. ერთ-ერთი კვლავ კლინიკაში რჩება.