შეერთებული შტატები აბსოლუტურად ერთგულია მე-5 მუხლით აღებული ვალდებულებების შესრულების მიმართ და ჩვენ მზად ვართ დავიცვათ ნატო-ს ტერიტორიის ყოველი ინჩი როცა საქმე ამას შეეხება, - ამის შესახებ აშშ-ის თავდაცვის მინისტრმა, ლოიდ ოსტინმა ნატო-ს გენერალურ მდივანთან, იენს სტოლტენბერგთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მინისტრმა ოსტინმა უკრაინისთვის დახმარების გაწევის აუცილებლობაზეც ისაუბრა.
თავად იესნ სტოლტენბერგმა კი განაცხადა, რომ მიესალმება შეერთებული შტატების უპრეცედენტო მხარდაჭერას უკრაინის მიმართ, ასევე უპრეცედენტო მხარდაჭერას, რომელსაც უკრაინას ევროპელი მოკავშირეები, კანადა და პარტნიორები უწევენ.