თქვენ თქვით, ქვეყნის განვითარების ბიუჯეტი გვაქვს და არა საომარიო - ინტერნეტი არ გაქვთ? ტელევიზორს არ უყურებთ? დუღს გარშემო ყველაფერი, ჩვენ კი ვამბობთ, რომ ჩიტები ჭიკჭიკებენ, ქვეყანა ყვავის - ალეკო ელისაშვილი გიორგი კაკაურიძეს - Palitra News

თქვენ თქვით, ქვეყნის განვითარების ბიუჯეტი გვაქვს და არა საომარიო - ინტერნეტი არ გაქვთ? ტელევიზორს არ უყურებთ? დუღს გარშემო ყველაფერი, ჩვენ კი ვამბობთ, რომ ჩიტები ჭიკჭიკებენ, ქვეყანა ყვავის - ალეკო ელისაშვილი გიორგი კაკაურიძეს

2022-10-13 15:16:05+04:00

თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომაზე, ბიუჯეტის განხილვისას "მოქალაქეების" ერთ-ერთმა ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა ფინანსთა მინისტრის მოადგილეს, გიორგი კაკაურიძეს მიმართა და აღნიშნა, რომ ინფრასტრუქტურისა და ჯანდაცვის სფეროს "ქამრები უნდა შემოვუჭიროთ" და დამატებითი თანხები ძალოვან სტრუქტურებს უნდა მოხმარდეს. ეს განცხადება გიორგი კაკაურიძემ დემაგოგიად შეაფასა. მინისტრის მოადგილე ამბობს, რომ არაადეკვატურობა იქნებოდა ის, რომ ჯანდაცვის ბიუჯეტი და პენსიები არ გაიზარდოს.