დონეცკის ოლქში მტრის ქვედანაყოფები უმაღლესი ხელმძღვანელობისგან იღებენ ბრძანებას შეტევის დროებით შეჩერების შესახებ, - ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი იუწყება.
„საომარი მოქმედებების გარკვეულ მიმართულებებზე, განსაკუთრებით დონეცკის ოლქში, მტრის ნაწილებმა დაიწყეს უმაღლესი ხელმძღვანელობისგან ბრძანებების მიღება შეტევითი ოპერაციების დროებით შეჩერების შესახებ“, - აცხადებენ უწყებაში.
გენშტაბის განცხადებით, მთავარი მიზეზი მობილიზებულთა უკიდურესად დაბალი მორალურ-ფსიქოლოგიური მდგომარეობა და დეზერტირობის ფაქტების სიმრავლეა.