ირაკლი ღარიბაშვილი - დღეს მერაბ კოსტავას გარდაცვალების დღეა, საქართველოს დამოუკიდებლობაში მისი უდიდესი წვლილი მუდამ ემახსოვრებათ ჩვენს ქვეყანაში - Palitra News

ირაკლი ღარიბაშვილი - დღეს მერაბ კოსტავას გარდაცვალების დღეა, საქართველოს დამოუკიდებლობაში მისი უდიდესი წვლილი მუდამ ემახსოვრებათ ჩვენს ქვეყანაში

2022-10-13 10:45:27+04:00

დღეს მერაბ კოსტავას გარდაცვალების დღეა, მისი უდიდესი წვლილი საქართველოს დამოუკიდებლობაში მუდამ ემახსოვრებათ ჩვენს ქვეყანაში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებაშია ნათქვამი.

მთავრობის მეთაურის თქმით, 1989 წლის 13 ოქტომბერს საქართველომ დაკარგა თავისი ერთ-ერთი გამორჩეული შვილი, ნამდვილი ქართული ხასიათის - ღირსების, სიმტკიცისა და სამშობლოსათვის თავდადების განსახიერება.

“დღეს მერაბ კოსტავას გარდაცვალების დღეა.

1989 წლის 13 ოქტომბერს საქართველომ დაკარგა თავისი ერთ-ერთი გამორჩეული შვილი, ნამდვილი ქართული ხასიათის - ღირსების, სიმტკიცისა და სამშობლოსათვის თავდადების განსახიერება.

ქედს ვიხრი მისი ნათელი ხსოვნის წინაშე.

მერაბ კოსტავას უდიდესი წვლილი საქართველოს დამოუკიდებლობაში, მისი გმირული ცხოვრება მუდამ ემახსოვრებათ ჩვენს ქვეყანაში”,-აღნიშნავს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი.

ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.