სამკვირიანი შესვენების შემდეგ, რაგბი ევროპის საკლუბო ტურნირის, სუპერ თასის ჯგუფური ეტაპის მეორე წრე ამ უქმეებზე დაიწყება. აღმოსავლეთ და დასავლეთ კონფერენციის 4-4 გუნდი, მიჯრით სამი კვირა ითამაშებენ და ნახევარფინალისტების ვინაობას გაარკვევენ.
საქართველოს ჩემპიონი ‘ბათუმი’ 15 ოქტომბერს, 14:30 საათზე რუმინულ ‘ვულვზს’ მასპინძლობს, ხოლო 22-ში ‘ჰითს’ ისრაელში ეთამაშება. თასის მფლობელს და აღმოსავლეთ კონფერენციის ლიდერ ‘შავ ლომს’ ორკვირიანი ტურნე ელის. პირველი ქართული ფრენჩაიზი 16-ში ისრაელში, 15 საათზე ‘ჰითს’ ერკინება, 23-ში კი ‘ვულვზს’ ბუქარესტში ეთამაშება. ჯგუფური ეტაპის დასკვნით შეხვედრაში ‘შავი ლომი’ ‘ბათუმს’ 29 ოქტომბერს უმასპინძლებს. შავი ლომი’ რამდენიმედღიანი დასვენების შემდეგ გასულ კვირაში ქუთაისში შეიკრიბა. მოთამაშეთა ნაწილს ტრავმები აწუხებს და ამიტომ გუნდი ევროპულ ტურნეში 30-კაციანი შემადგენლობით მიდის. როგორც შავი ლომის მთავარმა მწვრთნელმა ლევან მაისაშვილმა განაცხადა გუნდში მომრავლდა წვრილ წვრილი ტრავმები. ამ სამ კვირიანი დასვენების პერიოდში მორაგბეთა გარკვეულმა ნაწილმა დიდ 10 ში ითამაშა. ამიტომაც მოთამაშეთა ნაწილი ისრაელის, ნაწილი კი ბუქარესტის თამაშისთვის დაბრუნდება და დიდი ალბათობით შავ ლომში საკადრო პრობლემები არ უნდა უყოს.
სამი თამაშის შემდეგ ‘შავ ლომს’ 12 ქულა აქვს და აღმოსავლეთ კონფერენციას ლიდერობს. მეორე ადგილზე მყოფ ‘ჰითს’ 6 ქულა აქვს. ისრაელის გუნდი ერთადერთია, რომელსაც პირველ წრეში ‘შავმა ლომმა’ ვერ მოუგო. ქუთაისში ფრე – 25:25 დაფიქსირდა.